ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გენერალურ პროკურატურაში მივიდა. გიორგი კალანდარიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოიკითხება, რაზეც პროკურატურამ გამოძიება თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. კალანდარიშვილი მზადყოფნას გამოთქვას, საგამოძიებო უწყებას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდოს. ცესკოს თავმჯდომარე ჩატარებული არჩევნების დღეს სისტემურ ან არსებით დარღვებს უარყოფს.