საქართველოს უახლოეს პერიოდში ევროკავშირის ტექნიკური მისია ეწვევა. ამის შესახებ ჯერ კიდევ 18 ნოემბერს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. მისია საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს შეისწავლის და გააანალიზებს. რა მნიშვნელობის მატარებელია ევროკავშირის ტექნიკური მისიის ქვეყანაში ჩამოსვლა?- მოახლოებულ ვიზიტს ქვეყანის შიგნით ოპოზიცია და მესამე სექტორი აფასებს.