ბიტკოინის ფასმა მორიგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის ფასი 97 ათას დოლარს გადასცდა, რაც მისი არსებობის ისტორიაში მაქსიმუმია. Coinmarketcap-ის მონაცემებით, ბიტკოინის ამჟამინდელმა საბაზრო კაპიტალმა 1.93 ტრლნ დოლარს გადააჭარბა. ერთი წლის წინ ბიტკოინი 30 000 დოლარი ღირდა, დღეს კი მისი ფასი 97 000 დოლარამდე გაიზარდა, რაც 300%-ზე მეტი ზრდაა. კრიპტოტრეიდერები ბიტკოინის ახალ ღირებულებით ნიშნულს შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ხელახლა არჩევას უკავშირებენ და უფრო ოპტიმისტური მოლოდინები აქვთ. მოგეხსენებათ, რომ კრიპტობაზრის განვითარება ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი იყო. სწორედ მას ეკუთვნის ფრაზა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში აშშ პლანეტის კრიპტო დედაქალაქი გახდება.