ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი თითქმის გაორმაგდა. წელს ათ თვეში, ჩინური ბაზრიდან შემოყვანილია 2 215 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, რომლის ღირებულებამაც 32 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს კი მაშინ, როცა წინა წლის იმავე პერიოდში, საქართველოში ჩინეთიდან იმპორტირებული იყო დაახლოებით 17 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილი, ჯამური რაოდენობით 1 386 იყო. გასული წლის იანვარ-ოქტომბერში ჩინეთიდან ერთი მსუბუქი ავტომობილის იმპორტი საშუალოდ გადასახადების გარეშე 12 672 დოლარი ჯდებოდა, წელს იმავე პერიოდში კი ფასმა 14 716 დოლარი შეადგინა. თვეების მიხედვით მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ წელს ყველაზე ძვირი ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი მაისში დაჯდა და საშუალო ფასი 26 ათას დოლარს აჭარბებდა, ყველაზე იაფი კი იყო სექტემბერში, რა დროსაც საშუალო ფასი 11 008 დოლარს გაუტოლდა.