სახელმწიფო ბიუჯეტიდან შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების მოცულობა 10-წლიან მაქსიმუმზეა. მხოლოდ ბოლო 9 თვის განმავლობაში, შტატგარეშე კადრების ანაზღაურებაზე 408 110 800 ლარი დაიხარჯა. სწორედმ მიმდინარე წლის 9 თვის ჭრილში დაანგარიშების შემთხვევაში, მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში შტატგარეშეების ანაზღაურებაზე დახარჯული თანხები ყოველწლიურად იზრდებოდა და წელს 10-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. მაგალითისთვის, ამავე მონაცემებით, მხოლოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შტატგარეშე კადრებისთვის გადახდილი თანხა დაახლოებით 206 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო 10 წელში 324 მილიონზე მეტით. ამასთან, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, წელს 9 თვის განმავლობაში შტატიან თანამშრომლებზე გაცემულმა თანხამ მილიარდ 880 მილიონ ლარს გადააჭარბა.