საქართველოდან ფულადი გზავნილები 12%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ როგორც შარშან, წელსაც გადარიცხვებში ყველაზე დიდი წილი თურქეთზე მოდის. ათეულშია რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და უზბეკეთი. მონაცემებს უფრო მეტად თუ ჩავუღრმავდებით, წელს ოქტომბერში საქართველოდან უცხოეთში 35 მილიოან 685 ათასი დოლარის გადარიცხვა მოხდა ფულადი გზავნილების სახით, შარშან ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 31 მილიონ 833 ათასი დოლარი იყო, შესაბამისად, გადარიცხვების მოცულობა 12%-ით არის გაზრდილი. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში ქვეყნიდან უცხოეთში გაიგზავნა. რაც შეეხება საქართველოში გადმორიცხვებს, მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.5%-ით შემცირდა. კერძოდ, თუ გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში დაახლოებით 281 მლნ დოლარი გადმოირიცხა, 2023-ის ოქტომბერში გზავნილების მოცულობა 285 მილიონს მნიშვნელოვნად აჭარბებდა. ქვეყნების მიხედვით კი, გასული თვის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან გადმოირიცხა - თითქმის 51 მლნ დოლარი, მეორე ადგილზეა იტალია - დაახლოებით 47 მლნ დოლარით, მესამეზე რუსეთი - დაახლოებით 34 მლნ დოლარით. ამასთან, ხუთეულში შედიან - გერმანია და საბერძნეთი.