რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინას დილიდან რაკეტებით უტევენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქში, ასევე ოდესისა და დონეცკის ოლქებში, სარაკეტო თავდასხმის ფონზე, უკრაინის სახელმწიფო კომპანია "უკრენერგოს" მითითებით, ელექტროენერგიის გადაუდებელი გამორთვა განხორციელდა. რუსები თავს დაესხნენ დნიპროსაც. ქალაქში სამრეწველო ქარხანა დაზიანდა და ორ ადგილას ხანძარი გაჩნდა.