არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. საერთაშორისო პარტნიორებთან კოორცინაცია და ქუჩის საპროტესტო აქციები კვლავ ოპოზიციის სტრატეგიის ნაწილად რჩება. ხელისუფლების ოპონენტები მომდევნო დემონსტრაციის ზუსტ ლოკაციასა და თარიღს ჯერ-ჯერობით არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ აქციები მოულოდენლი და სხვადასხვა ფორმის იქნება. როგორც ცნობილია, საკოორდინაციო შეხვედრებს, რომლებიც კონკრეტულად აქციების ორგანიზებს ეხება პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრები არ ესწრებიან. „ძლიერი საქართველოს ოფისში გამართულ გუშინდელ შეხვედრასაც მხოლოდ სამი ოპოზიციური კოალიციური ძალა ესწრებოდა. მერაბ პაპაშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.