წიგნის ქურდი ავსტრალიელი მწერლის , მარკუს ზუზაკის ნოველაა . წიგნის ორიგინალი 2006 წელს , გამომცემლობა Picador-ის მიერ მწერლის სამშობლოში ინგლისურ და გერმანულ ენებზე გამოიცა.
წიგნის ქურდის მთავარი მოქმედი გმირი 9 წლის გერმანელი გოგონაა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს ოჯახური პირობების გამო გააშვიილებენ. ომი, ძმის სიკვდილი, ახალ ოჯახთან შეგუება, ურთულესი ცხოვრებისეული გამოწვევბია, რომელსაც გოგონა წიგნის სიყვარულით უმკლავდება. ახალ ოჯახში ის კითხვას სწავლობს, წიგნებს იპარავს და წიგნებით საზრდოობს. ბოლოს კი ის თავადაც იწყებს წერას.მწერალი ავსტრიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. საშუალო განათლება ენგანდინის სკოლაში მიიღო , რის შემდეგაც სიდნეის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გარკვეული პერიოდი მუშაობდა სკოლაში, სადაც ასწავლიდა ინგლისურს. მარკუსმა წერა 16 წლის ასაკში დაიწყო , ხოლო მისი პირველი რომანი, The Underdog, შვიდი წლის შემდეგ გამოიცა.წიგნის სიყვარულით გადარჩენილი გერმანელი გოგონას ისტორია, გარკვეულწილად ნამდვილ ფაქტებზეა დაფუძნებული რადგან წიგნის ავტორმა მარკუს ზუზაკმა რომანში მისი გერმანელი დედისა და ავსტრიელი მამის მონათხრობი გამოიყენა რომლებიც ავსტრალიაში ომის დასრულების შემდეგ 1950 წლიდან დასახლდნენ. წიგნის ქურდი მარკუს ზუზაკის მიერ დაწერილი ექვსი რომანიდან ყველაზე პოპულარულია. წიგნი ნათარგმნია ორმოც ენაზე. ესპანეთში , ისრაელში , სამხრეთ კორეასა და დიდ ბრიტანეთში გამოცემიდან წლების განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი წიგნების ხუთეულში იკავებდა ადგილს. ყველაზე მეტი ეგზემპლიარი გაყიდულია ირლანდიაში , ბრაზილიასა და ტაივანში. წიგნის ქურდი ინტერნეტ მაღაზია ამაზონის ყველაზე გაყიდვადი წიგნია დღემდე.
რომანი 13 საბავშვო პრემიის ლაურეატია. გარდა ამისა მას მიღებული აქვს კეტრილ მიტჩელის ჯილდო.ის ასევე ნომინირებული იყო აბრაამ ლინკოლნის სახელობის პრემიაზეც.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2015 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და იმ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.