თელ ავივში, აშშ-ის საელჩოსთან აქცია გაიმართა. დემონსტრანტები აშშ-ს მოუწოდებენ, რომ ემბარგო დააწესოს ისრაელისთვის იარაღის მიყიდვაზე. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გზა და ხელში ეკავათ ბანერები წარწერით – „დააწესეთ ემბარგო იარაღზე“; „შეწყვიტეთ გენოციდი ღაზაში“. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სენატი კენჭს უყრის კანონპროექტს, რომელიც შეაჩერებს იარაღის მიყიდვას ისრაელისთვის. ეს კანონპროექტი მხარდაჭერილია სენატორების მიერ, რომლებიც ამბობენ, რომ ისრაელი ღაზაში აბრკოლებს დახმარების მიწოდებას, რაც პალესტინელი ხალხისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.