დონალდ ტრამპმა ნატო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მეტ უიტაკერის კანდიდატურა წარადგინა. აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში უიტაკერი 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობას ასრულებდა, მას შემდეგ რაც ტრამპმა თავის მიერ დანიშნული პირველი გენპროკურორი, ჯეფ სეშენსი, თანამდებობიდან გაათავისუფლა. ტრამპის თქმით, მეტი ძლიერი მებრძოლი და ერთგული პატრიოტია, რომელიც უზრუნველყოფს შეერთებული შტატების ინტერესების წინ წაწევასა და დაცვას.