ევროპარლამენტი ყველა ევროკომისარზე შეთანხმდა, ახალი ევროკომისია მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან დაიწყებს. ინფორმაციას გამოცემა Politico ევროპარლამენტში თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, 20 ნოემბერს ევროპარლამენტმა შეთანხმებას მიაღწია დღემდე არდამტკიცებული 7 ევროკომისრის კანდიდატურაზე, რითაც პოლიტიკურ ფრაქციებს შორის რამდენიმე კვირიანი დავა დაასრულა. ახალი ევროკომისიის შემადგენლობაზე საბოლოო კენჭისყრა 26 ნოემბრის ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე იგეგმება. ახალ ევროკომისიაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი დაიკავებს, რომელიც ამ თანამდებობაზე ჯოზეფ ბორელს ჩაანაცვლებს.