კიევში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, რომელიც 20 ნოემბერს დროებით დაიხურა, მუშაობა განაახლა - Palitra News

კიევში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, რომელიც 20 ნოემბერს დროებით დაიხურა, მუშაობა განაახლა

2024-11-21 09:22:00+04:00

კიევში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, რომელიც 20 ნოემბერს დროებით დაიხურა, მუშაობა განაახლა, - ამის შესახებ საელჩოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე განცხადებით, კიევში აშშ-ის საელჩომ დროებით შეცვალა ოპერაციები 20 ნოემბერს, პოტენციური გარდაუვალი საჰაერო თავდასხმის შესახებ ცნობების გამო. საელჩო კვლავ ღიაა და ფუნქციონირებს. საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, საჰაერო განგაშთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციებს მიჰყვნენ და მითითების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოიძიონ თავშესაფარი.