თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტისა და სხვადასხვა სასწავლებლების ლექტორები გმობენ თსუ-ს ადმინისტრაციის ბოლო დღეების გადაწყვეტილებას, უნივერსიტეტის პერიმეტრის საპოლიციო ძალებისთვის დათმობასთან დაკავშირებით. ისინი სტუდენტებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და აკადემიური საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. უკვე დაანონსდა საპროტესტო მსვლელობაც, რომელიც სტუდენტების მონაწილეობით კვირას გაიმართება. შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას რომ 18-19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ განლაგებულები. უწყებამ განმარტა, რომ უნივერსიტეტის ეზოში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ცეცხლის კერის გაჩენის შემდეგ შევიდნენ