"ძლიერი საქართველოს“ ოფისში გუშინდელ საკოორდინაციო შეხვედრაში პარტიას „გახარია-საქართველოსთვის“ მონაწილეობა არ მოუღია. რატომ არ ეწრებოდა გახარიას გუნდი ბარიერგადალახული ოპოზიციის შეხზვედრას, რომელზეც მომავალი დღეების სამოქმედო გეგმა განიხილებოდა? კითხვის საპასუხოდ, კახა ქემოკლიძემ განაცხადა, რომ იმ შეხვედრებში, რომელიც კონკრეტულად აქციების ორგანიზებას შეეხება, პარტია „გახარია- საქართველოსთვის“ მონაწილეობას არ იღებს, რადგან ამის აუცილებლობას გუნდი ვერ ხედვას. რაც შეეხება 25 ნოემბერს დაანონსებულ აქციას, კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ აქციას შეუერთდებიან და მონაწილეობას მიიღებენ მის დაგეგმვაშიც.