26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არალეგიტუმრად აღიარების მოთხოვნით ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს - Palitra News

26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არალეგიტუმრად აღიარების მოთხოვნით ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს

2024-11-21 09:17:34+04:00

26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არალეგიტუმრად აღიარების მოთხოვნით ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. კოალიციური ძალები გუშინ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. ოპოზიციამ სამ ძირითად საკითხზე იმსჯელა: საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაზე, პარლამენტის არალეგიტიმურობასა და საპროტესტო აქციებზე. როგორც თავად ამბობენ ქუჩის საპროტესტთან დაკავშირებით სპეციფიკური მიდგომა აქვთ და აქციის თარიღისა და ლოკაციის წინასაწარ დაანონსებას არ აპირებენ. ოპოზიცია მე-11 მოწვევის პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას არ აპირებს და წინააღმდეგობის შეწყვეტას არ გეგმავს.