კახა ქემოკლიძე - შეხვედრებში, რომელიც კონკრეტულად მიტინგების ორგანიზებას ეხება, მონაწილეობას არ ვიღებთ - 25 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან, მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვაშიც - Palitra News

კახა ქემოკლიძე - შეხვედრებში, რომელიც კონკრეტულად მიტინგების ორგანიზებას ეხება, მონაწილეობას არ ვიღებთ - 25 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან, მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვაშიც

2024-11-20 22:17:15+04:00

იმ თემებზე შეხვედრებში, რომელიც კონკრეტულად მიტინგების ორგანიზებას შეეხება, ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ , - ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ იღებენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები „ძლიერი საქართველოს“ ოფისში მიმდინარე საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობას, სადაც მომავალი დღეების სამოქმედო გეგმა განიხილება.