ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-1000 დღესთან დაკავშირებით გავრცელებული მიმართვისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, უკრაინა საქართველოს მხარდაჭერას აფასებს და იმედოვნებს, რომ ორივე ქვეყნას მშვიდობიანი და წარმატებული მომავლი ექნება. მანამდე სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინა იბრძვის ყველა იმ ევროპელის სახელით, რომელსაც უნდა საკუთარი თავისუფლების დაცვა რუსული იმპერიალიზმისგან და რუსეთის მცდელობისგან - დაიმორჩილოს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიები.