ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისა და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი სისტემური დარღვევების შესახებ ისაუბრა, რამაც, როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, არჩევნების შედეგებზე პირდაპირი გავლენა იქონია. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის, ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოხატვისა და ხმის მიცემის საყოველთაობა დაირღვა. გერმანელ დიპლომატთან საუბრისას, პრეზიდენტმა აღინიშნა, რომ ამ დროისთვის არჩევნები არ არის აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი და დასავლელ პარტნიორებს არ უცნიათ პარლამენტის ლეგიტიმურობა.