სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას არ გამორიცხავს. საერთაშორისო პარტნიორები არჩევნების შესაძლო გაყალბებისა და ევროპული კურსის გადახვევის გამო შეშფოთებას გამოხატავენ. ოპოზიციას საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი აქვს, ხელისუფლება კი უცხოელი პოლიტიკური აქტორების აქტიურობას ქვეყანის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.