26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელი შევიდა - რა ეტაპზეა აღნიშნული პროცესი - Palitra News

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელი შევიდა - რა ეტაპზეა აღნიშნული პროცესი

2024-11-20 21:11:45+04:00

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელი შევიდა. მოსარჩელე მხარე 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 19 ნოემბერს შეიტანა პრეზიდენტის წარმომადგენელმა, იურისტმა ეკა ბესელიამ. სასამართლოს სარჩელის განსახილველად კი 30-დღიანი ვადა აქვს. საკითხთან დაკავშირებით მმართველი პარტია საუბრობს.