პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და აკადემიკოსები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და თსუ-ის რექტორის, ჯაბა სამუშიას პასუხისმგელობის დაყ - Palitra News
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იკრიბებიან პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და აკადემიკოსები, რომლებიც ერთი მხრივ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, ხოლო მეორე მხრივ, თსუ-ის რექტორის, ჯაბა სამუშიას პასუხისმგელობის დაყენებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში თსუ-ის მიერ არჩეული პოლიტიკა ეწინააღმდეგება სტუდენტთა რეალურ მიზნებსა და გეგმებს.