ჰაიტის დედაქალაქში პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად, შეიარაღებული დაჯგუფების 30-მდე წევრი დაიღუპა. ჰაიტის პოლიციის ცნობით, პორტ-ო-პრენსის ერთ-ერთ გარეუბანში შეიარაღებული დაჯგუფება თავდასხმას ცდილობდა, როდესაც პოლიციამ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მათ წინააღმდეგობა გაუწია. ეროვნული პოლიციის პრესსპიკერის მოადგილის ცნობით, შეიარაღებული დაჯგუფების 30-მდე წევრი დაიღუპა.