უკრაინული მედია დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელზე, ანდრეი კოვალენკოზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქში მდებარე დრონების მწარმოებელ ქარხანას დაარტყეს. როგორც კოვალენკო „ტელეგრამის“ არხზე წერს, ბელგოროდის ოლქში კომპანია „ეფკოს“ ქარხანაზე შეტევა განხორციელდა, რომელიც საჯაროდ საკვებ პროდუქტებს აწარმოებს, სინამდვილეში კი სატვირთო დრონებს ამზადებს, რომლებსაც რუსული არმია სამხედრო მიზნებისთვის იყვენებს. კოვალენკოს ცნობითვე, უკრაინულმა ძალებმა დრონების გამოყენებით ნოვგოროდის ოლქში რუსეთის შეიარაღებული ძალების იარაღის საწყობს დაარტყეს.