დაახლოებით 72 საათიანი უწყვეტი პროტესტის შემდგომ ოპოზიციამ აქციის დროებით დაშლის გადაწყვტილება მიიღო. ხელისუფლების ოპონენტები ახალ სამოქმედო გეგმას ამზადებენ და ძალების მოსაკრებად დროს ითხოვენ. როგორც თავად აცხადებენ, მოქმედების რამდენიმე ვერსია აქვთ, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენენ. მიზანი კვლავ ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. ახლა საინტერესოა, მოახერხებს თუ არა 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალა ქართული ოცნების წინააღმდეგ სამოქმედო გეგმაზე კონსესუსის მიღწევას... ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ მათ ოპონენტებს ცვლილებებისა და წინააღმდეგობის რესურსი და ძალა აღარ შერჩა.