საარჩევნო დარღვევების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის გარდა, დაახლოებით 34- მა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც მიმართა. სალომე ზურაბიშვილი არჩევნებზე ხმის ფარულობისა და საყოველთაობის დარღვევის ფაქტებზე დავობს. ოპოზიცია კი არჩევნების კონსტიტუციურობასა და ამ არჩევნების მომწესრიგებელ ნორმებს ასაჩვრებს. მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო საჩივარს - მოსარჩელე მხარეები მმართლმსაჯულების ორგანოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. ხელისუფლება ირწმუნება, რომ ოპონენტების სარჩელები ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვას ხელს ვერ შეუშლის.