აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გადაცემაზე თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ „ბიბისის“ აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განუცხადა. გამოცემის წყარომ, რომელიც ანონიმურობის პირობით საუბრობდა, განაცხადა, რომ ასეთ ნაღმებს კიევს მალე გადასცემენ და ვაშინგტონი ელოდება, რომ მათ უკრაინის ტერიტორიაზე გამოიყენებენ. მისივე თქმით, კიევმა აიღო ვალდებულებაც, რომ ასეთ ნაღმებს უკრაინელი სამოქალაქო მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიებზე არ გამოიყენებს. „ბიბისის“ ცნობით, ეს ნაბიჯი განიხილება, როგორც ვაშინგტონის მცდელობა, შეანელოს რუსი ჯარისკაცების წინსვლა, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთში წინ სტაბილურად მიიწევენ.