საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარდაჭერას უცხადებს ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოში საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან. ორგანიზაცია ამ განცხადებით, მსოფლიო ბავშვთა დღეს ეხმაურება და მზადყოფნას გამოთქვას გვერდით დაუდგეს საქართველოს შექმნას უსაფრთხო გარემო თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდისთვის. „მოუსმინე მომავალს” ეს წლევანდელი მსოფლიო ბავშვთა დღის მთავარი გზავნილია., რომელიც ხაზს უსვამს ბავშვების როლს საზოგადოებაში და მიმდინარე კრიზისების ფონზე მათი უფლებების დაცვის საჭიროებას.