ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელმა ღაზაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია და „ჰამასი“ანკლავს ვეღარ მართავს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ღაზის ცენტრალურ ნაწილში დერეფანი მოინახულა. ვიზიტის შემდგომ, ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი მძევლების დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს. მისივე თქმით, თითოეული მძევლის დაბრუნებისთვის ჯილდოს სახით 5 მილიონი დოლარი გამოაცხადა.