სალომე ზურაბიშვილისა და 30 ოპოზიციონერი დეპუტატის სარჩელი საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშია. საქართველოს პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ შემდეგ სასამართლოს ამჯერად არჩევნებზე ხმის ფარულობისა და საყოველთაობის დარღვევის ფაქტზე მიმართა. სარჩელით საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს ოპოზიცია. მოსარჩელე მხარეებს ქართული მმართლმსაჯულების მიმართ ნდობა არ აქვს, თუმცა, ამ გზით მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვას მაინც შეეცდებიან. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების დასამტკიცებლად „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეები ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას აპირებენ.