საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი აცხადებს რომ შეერთებულმა შტატებმა გადახედვის შედეგად პოლიტიკური ნაბიჯები უკვე გადადგა და სამომავლოდ სხვა სათანადო ქმედებებსაც მიმართავს. ამერიკული მხარის მსგავსად კრიტიკასა და შეშფოთებას ვერ მალავენ ევროპელი ლიდერები. ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ. საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებს იზიარებენ ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ისინი ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის საფრთხეს ხედავენ.