თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილი შევიდა. ისინი უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ. მოთხივნის შესრულებამდე კი ბოიკოტსა და დაუმორჩილებლობას აცხადებენ. ახალგაზრდების მტკიცებით კარი ღია იყო, თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის წარმომადგენელი ივანე ზანგური ირწმუნება, რომ სტუდენტებმა კარი თავად გააღეს. საგანმანათლებლო დაწესებულების დაცვის უფროსის თქმით, აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის შენობაში შემოიჭრნენ, გვიან ღამით, როდესაც ადგილზე მოლაპარაკების გასამართად არავინ იმყოფება.