მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე დაიშლებიან.
როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძე აცხადებს, ოპოზიცია მორიგ ნაბიჯებთან დაკავშირებით „გადაიგეგმება“ და სამოქმედო გეგმას საზოგადოებას საღამოსთვის გააცნობს.
მისივე თქმით, პოლიცია მათ ნებართვას აძლევს, რომ მელიქიშვილის გამზირი გადაკეტონ, შესაბამისად, ეს ფაქტი წინააღმდეგობას აღარ წარმოადგენს, ამიტომ საჭიროა პროტესტის „რაიმე სხვა ლოკაციის ან ფორმი მოფიქრება“.
„შეცვალეს სტრატეგია, საშუალებას გვაძლევენ მელიქიშვილი გადავკეტოთ. ამბობენ, რომ ეს დისკომფორტი არაა. ჩვენთვის ამ აქციას შინაარსი არ აქვს. გუშინ აქ ვიყავით, თავად ჰქონდათ გადაკეტილი გზა. როგორც ჩანს, ეს მათთვის ატანადია. გადავწყვიტეთ, გადავიგეგმოთ, პროტესტის რაიმე სხვა ლოკაცია მოვიფიქროთ ან ფორმა, რომელიც მათ მეტ დისკომფორტს შეუქმნის. ალბათ, უფრო საღამოსთვის გვექნება გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსთან“.