მათ ერთ-ერთი აუდიტორიიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.
სტუდენტების განცხადებით, ისინი თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ და შენობაში ღამის განმავლობაში დარჩენას გეგმავენ.
“თსუ-ს კარი იყო ღია და, შესაბამისად, შემოვედით, როგორც კი დავინახეთ საშუალება. დაპირისპირება არ ყოფილა, დაცვის მხრიდან ვიგრძენით თანაგრძნობა და მხარდაჭერა. ჩვენი მიზანი არ არის, რომ აქ რამე დავაზიანოთ, პირიქით - მაგას გავაკონტროლებთ, რომ აქ არაფერი დაზიანდეს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ჯაბა სამუშიას გადადგომა და მიზნად გვაქვს, რომ ეს უნივერსიტეტი რეჟიმის მხრიდან მორჩილი ადამიანებისგან გაიწმინდოს. ჩვენი გეგმა არის ბოიკოტი, დაუმორჩილებლობა, სასწავლო პროცესის დროებით შეჩერება, სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული და ამ ხერხებით ჯაბა სამუშიას შეცვლა. მის მიმართ აქამდეც ბევრი პრეტენზია იყო, არ მაქვს საუბარი მხოლოდ პოლიტიკური კუთხით. ძალიან დიდი პრობლემები არის ზოგადად მოწყობის მხრივაც. გაზაფხულზე “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შემოდიოდნენ, რომლებიც არ არიან სტუდენტები და ამ უნივერსიტეტის კედლებში საქმეებს გვირჩევდნენ, ეზოში სტუდენტებს სცემდნენ”, - განაცხადა “დაფიონის” წევრმა ზვიად ცეცხლაძემ.
ამასთან, ისინი მოუწოდებენ ჭავჭავაძის გამზირზე მყოფ სტუდენტებს, შევიდნენ უნივერსიტეტის შიგნით.
აქციიის მონაწილეებმა აუდიტორიაში მყოფი სტუდენტები გააფრხილეს, იყვნენ ფრთხილად, რადგან პოლიცია უკვე შევიდა აუდიტორიაში მათ გამოსაყვანად.