მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 ადამიანი დააკავეს - - Palitra News

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 ადამიანი დააკავეს - რას აცხადებენ მათი უფლებადამცველები

2024-11-19 20:53:10+04:00

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 ადამიანი დააკავეს.

მათგან 3 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 14 კი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორსა და დიღმის მათავარ სამმართველოში შეასახლეს. დაკავებულთა ნაწილი პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე მიუთითებს.