ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეებმა ე.წ. პარლამენტის შენობა და ე.წ. სამთავრობო კომპლექსი დატოვეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ პრეზიდენტი ასლან ბჟანია თანამდებობას ნამდვილად ტოვებს. მსგავსი სახის შეთანხმება ე.წ. ხელისუფლებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შედგა. ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს და ოპოზიციას შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების მშენებლობას ითვალისწინებს. ე.წ. ოპოზიციის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ შეთანხმების განხორციელება გამოიწვევს საცხოვრებლის ფასების გაძვირებას და ასევე შეიცავს რისკებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.