მანამ სანამ ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების საპროტექსტო აქცია მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლებდა, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დილით ძალის გამოყენებით დაშალეს. სამართალდამცავებსა და და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა რამდენჯერმე მოხდა. სავარუდოდ გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეიც. დემონსტრანტები პოლიციელებს აქციის მშვიდობიანი წევრების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ. სამართალდამცავი უწყების ხელმძღვანელი პირები კი ირწმუნებიან, რომ კანონის ფარგლებში მოქმედებენ და პირიქით, აგრესიული ქმედებებით თავად აქციის მონაწილეები გამოირჩევიან. თბილისში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციაზე, დღეს დილით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სულ 16 პირი დააკავეს. მათი ნაწილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ნაწილი კი დიღმის სამმართველოში გადაიყვანეს. უწყების ინფორმაციით, 16-ვე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, მათგან 3 დაკავებული ,მათ შორის „მთავარი არხის“