ყაზახეთმა და ჩინეთმა კასპიის ზღვის სანაპიროზე საკონტეინერო ჰაბის მშენებლობა დაიწყეს. ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში წერია, რასაც Report-ი ავრცელებს. უწყება იმედოვნებს, რომ ახალი საკონტეინერო ჰაბის რეალიზება აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გამავალ ტრანსკასპიური მარშრუტის მიმართულებით კონტეინერების ტრანსპორტირებას გაზრდის, ასევე, ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი სატრანზიტო ტვირთის ნაწილის გადამისამართებას უზრუნველყოფს. პროექტის რეალიზება ყაზახეთის სამხრეთ-დასავლეთ მანგისთაუსის ოლქში მიმდინარეობს. ამჟამად მიწის განაშენიანების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულება 2025 წლის შუა რიცხვებში იგეგმება.