ძლიერი პასპორტების რეიტინგში საქართველო ერთი პუნქტით ჩამოქვეითდა. Henley Passport Index-ის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტი სინგაპურს აქვს. სინგაპურის პასპორტით უვიზო მოგზაურობა 195 ქვეყანაშია შესაძლებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე სუსტი პასპორტი აქვს ავღანეთს, რომლის დოკუმენტითაც მოგზაურობა 26 ქვეყანაში შეიძლება. წინა რეიტინგის მიხედვით, საქართველო ძლიერი პასპორტების ჩამონათვალშუ 44-ე ადგილზე იყო, განახლებული რეიტინგის მიხედვით, კი ქვეყანა ერთი პუნქტით დაქვეითდა და 45-ე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო 45-ე ადგილს მოლდოვასთან იყოფს. მონაცემების თანახმად, საქართველოსა და მოლდოვას პასპორტებით 122 ქვეყანაშია უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე რეიტინგის თანახმად, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს, ჩვენს შემდეგაა რუსეთი და თურქეთი, რომელთა პასპორტითაც 116 ქვეყანაშია უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი.
რეიტინგში 71-ე ადგილს 71 ქვეყანაში უვიზო მოგზაურობით იკავებს აზერბაიჯანი. მას კი მოსდევს სომხეთი 74-ე ადგილითა და 68 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით. ცნობისთვის, Henley Passport Index-ის რეიტინგი გვიჩვენებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ამა თუ იმ ქვეყანაში უვიზო მოგზაურობა. რეიტინგი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებს ეფუძნება და მოიცავს 199 პასპორტს და 227 ქვეყანას.