„გალთ ენდ თაგარტის“ კიდევ ერთი განახლებული პროგნოზი მინდა გაგაცნოთ, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეკონომიკა წელს 9%-ით, ხოლო 2025 წელს 6%-ით გაიზრდება. ამჯერად კვლევით ორგანიზაციას საქსტატის დაზუსტებული მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა 7.8%-ით გაიზარდა 2023 წელს, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა შეფასებას. ამასთან, საქსტატმა ზრდის მიმართულებით დააკორექტირა რეალური მშპ-ის ზრდის ტემპები, შესაბამისად, 2024 წლის პირველ ნახევარში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 9.2% შეადგინა. შესაბამისად, საქსტატის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა წლიურად 9.9%-ით გაიზარდა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში. კვლევითი ორგანიზაციის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზრდება მიმდინარე წელს, ხოლო 6%-ით მომავალ წელს.