წელს ფულადი გზავნილები 17%-ით შემცირდება. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ფულადი გზავნილები წლიურად 20.6%-ით უკვე არის შემცირებული და 2.8 მლრდ დოლარი შეადგინა. „გალთ ენდ თაგარტის“ ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ფულადი გზავნილები 4.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა. „გალთ ენდ თაგარტის“ პროგნოზით, 2024 წელს ფულადი გზავნილები 3.4 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც წლიურად 17%-იან შემცირება იქნება. ორგანიზაცია თავის ანგარიშში ეროვნული ბანკის მონაცემებს იშველიებს, რომლის თანახამადაც მიმდინარე წლის ოქტომბერში ფულადი გზავნილები წლიურად 1.5%-ით შემცირდა დაახლოებით 281 მლნ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 1.1%-იანი კლების შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+11.5%, მთლიანის 45.9%), აშშ-დან (+20.6%, მთლიანის 18.1%) და ისრაელიდან (+23.1%, მთლიანის 7.5%). ამასთან, ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა რუსეთიდან (-44.5%, მთლიანის 12.2%) და ყაზახეთიდან (-53.8%, მთლიანის 2.7%)“, - აღნიშნულია ანგარიშში.