რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა - Palitra News

რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა

2024-11-19 13:41:50+04:00

რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მზადაა „თანამდებობა დატოვოს, თუკი საპროტესტო აქციის მონაწილეები აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო შენობებს დღეს დატოვებენ. შეთანხმებაზე ხელი უკვე მოწერილია. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების მშენებლობას ითვალისწინებს. ნინო დავითაძე ადევებს თვალს ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს.