ხელისუფლების ოპონენტები პოზიციას არ ცვლიან და 26 ოქტომრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. ოპოზიცია მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებს.შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე , ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ თუ ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობას არ დაიწყებს ქვეყანას ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება, რაც დემოკრატიულ მმართველობას ეწინააღმდეგება.... არსებობს თუ არა პოლიტიკურ მხარეებს შორის კონსესუსის შესაძლებლობა - ამ ეტაპზე ექსპერტები ამის რესურსს ვერ ხედავენ და ფიქრობენ რომ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში კიდევ დიდხანს გაგრძელდება.