ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე პროცესებს აქტიურად აკვირდება. ქვეყანაში არსებული ვითარება შეაფასეს როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე, ისე ევროპარლამენტში. ევროპელი ლიდერები საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამო შეშფოთებას ვერ მალავენ და შესაძლო დარღვევების საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ. საქართველოში ვითარების შესასწავლად იგეგმება ევროკავშირის ტექნიკური მისიის გამოგზავნაც. როგორც ჩანს, ვიდრე არჩევნების დროს დაფიქსირებულ ხარვეზებს სამართლებრივი შეფასება არ მიეცემა, ევროკავშირი ჩატარებული არჩევნების საერთაშორისო