საია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დემონსტრანტების მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების რეალიზება უზრუნველყოს. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონსტრანტების უკანონო დაკავება უნდა შეწყვიტოს. არასამთავრებო ორგანიზაცია განმარტავს, რომ საჯარო ადგილას ნებისმიერმა დემონსტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვეულებრივი ცხოვრების გარკვეული დონის დარღვევა, მათ შორის, საგზაო მოძრაობის შეფერხება, თუმცა ეს ფაქტი არ ამართლებს შეკრების თავისუფლების უფლების შელახვას. საია მოუწოდებს ხელისუფლებას გამოიჩინოს ტოლერანტობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეკრება სრულიად მშვიდობიანია.