როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის, „მთავარი არხის“ ოპერატორი პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაშია გადაყვანილი.
„თუ არღვევდა კანონს - დააკავებდნენ, როგორც სხვა მოქალაქეს. რას იღებდა არ ვიცი, არ შევსწრებივარ მის დაკავებას. სერგი ბარამიძეს განუმარტავდა პატრულ-ინსპექტორი დაკავების არსს. სასამართლოზე მიბრძანდება და იქ დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ოპერატორი ან ჟურნალისტი, თუ კანონს არღვევს ხელშეუხებელია? თვითონ დაკავებულს განემარტებოდა დაკავების არსი, თუ უდანაშაულოდ ცნობს თავს სასამართლოში [იტყვის]“, - განაცხადა გოგა მემანიშვილმა „მთავარ არხთან“.
მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულთა შორის ერთ-ერთი „მთავარი არხის“ ოპერატორი, სერგი ბარამიძეა. ბარამიძე იმ დროს დააკავეს, როცა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ვიდეოკამერით მიმდინარე მოვლენებს - კონკრეტულად კი, დაპირისპირების ერთ-ერთ შემთხვევას იღებდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავებისას ოპერატორზე ფიზიკურად იძალადეს.