პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა - Palitra News

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

2024-11-19 08:25:39+04:00

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცია მელიქიშვილის გამზირზე გამოჩნდა და მომიტინგეებს გამზირის დატოვებისკენ მოუწოდა.

სავარაუდოდ, დაკავებულია რამდენიმე პირი.