ორბელიანების სასახლეში გამართული ბრიფინგიდან პრეზიდენტმა მმართველ გუნდს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ „საფიქრალი დაუტოვა“.
„ეს რაღაც თამაში, რომ მე გავხსნი ახალ პარლამენტს და დავნიშნავ მთავრობასო - ეს ყველაფერი არასერიოზულია, როცა არ მოგყვება არც შენი ქვეყანა და არც შენი მთავარი პარტნიორები. იყოს გასული პარლამენტი - 2020 წლის პარლამენტი და იყოს ბატონი კობახიძის ან სხვისი მთავრობა, რომ ჩვენ მშვიდობიანად მივიდეთ ახალ არჩევნებამდე. მე მგონი, უნდა დაფიქრდნენ და მე მინდა ეს დავუტოვო საფიქრალად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.