ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები საქართველოს პრეზოდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან - როგორც ცნობილია, აღნიშნული შეხვედრის მთავარი მიზეზია ე.წ „სახალხო პარლამენტის“ ინიციატივა. პირველ ეტაპზე, ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეხვდნენ. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში პროტესტის გარდა, შეიქმნას სივრცე, სადაც საზოგადოება დაინახავს, რომ ერთობლივად უამრავი საკითხის გადაწყვეტაა შესაძლებელი. ამავდროულად, მმართველი პარტია 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებას აანონსებს და მიმდინარე საპროტესტო აქციებს პროვოკაციას უწოდებს.