საქართველოში მიმდინარე პროცესი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ეპიცენტრშია. ჩატარებული არჩევნების ფონზე, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შეფასება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დღისწესრიგის ნაწილად რჩება. ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები უკვე შეიკრიბნენ. სხდომის დაწყებამდე მედიასთან გაჟღერებული განცხადებებიდან ჩანს, რომ ევროპელი ლიდერები არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მხარდაჭერას აძლიერებენ.